საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები – 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები – 165.6 მლნ აშშ დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები – 114.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 112.9 მლნ აშშ დოლარი.
სასმელებთან ერთად, ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვა პროდუქტებსაც. ქვეყნიდან ექსპორტირებულია კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) 59.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი – 46.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და მოცვი – 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.