საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი მედიკამენტი ყირგიზეთში და აზერბაიჯანში გავიდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა. ამასთან ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველია უზბეკეთი, სადაც 65,824 მლნ ღირებულების (697,85 ტონა) დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 26, 04 მილიონი დოლარის (670,68 ტონა) ექსპორტით. სომხეთი კი მესამეა 11, 512 მილიონი დოლარის ექსპორტით.
საექსპორტო ბაზრებს შორის ასევეა: ბელგია, ბელარუსი, შრი-ლანკა, , საფრანგეთი, გერმანია, განა, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, კენია, , ლატვია, ლიბია, მონღოლეთი, , თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, და ა.შ.
ცნობისთვის: 2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2 067 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, რაც 2022 წლის მონაცემს 247 ტონით აღემატება.
Jandacva.ge