საქართველოდან გააძევეს ს მოქალაქე, რომელმაც გვირაბში მანქანიდან გაისროლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ს მოქალაქემ, 20 წლის მ.ნ.-მ, 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარე გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას, აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ის დააკავეს, გაასამართლეს, დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს. ისრაელის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და ის დამნაშავედ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს
2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით.
“დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქო
სასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000
ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე
აკრძალვა 3 წლის ვადით”; “თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკუსტიკური იარაღი
ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ” კანონში 2025 წელს შეტანილი ცვლილებებით, გამარტივდა საქართველოდან უცხო ქვეყნის
მოქალაქეების გაძევების მექანიზმი.
ფორუმი