საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის – ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა, მათ მოპოვებული აქვთ არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, წარადგენენ ექსპერტიზის დასკვნებს, უფრო კონკრეტულად კი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პროკურორის განმარტებით, დასტურდება, რომ ათონელის სასახლის ღობეზე მექანიკური დაზიანება მანამდე არ ყოფილა, „ანუ გადაჭრის კვალი არ დგინდება“.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება დაკავებულების და ძებნაში მყოფი -ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. ასევე, გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.