საქალაქო სასამართლოში ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე იხილება. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.
ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და საუბარი ამაზე „არის სიგიჟე“. მისივე თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.
„მას ედავებიან პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ბლეფი“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. კოალიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
-ს ინფორმაციით, კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.