საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

1
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ კიდევ ერთ წარდგენილ ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრება.
სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება