საქალაქო სასამართლოში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა სასამართლო სხდომები გრძელდება. პროცესი დღეს დილიდან განახლდა. ამ წუთებში ადმინისტრაციული საქმის განხილვები მიმდინარეობს. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა – ეს ის მუხლებია, რომელსაც დაკავებულებს ედავებიან.
მედიასთან კომენტარი რამდენიმე მათგანმა გააკეთა. მათი თქმით, არ ჩაუდენიათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და აასევე, აღნიშნავენ, რომ დაკავებისას მიიღეს დაზიანებები.
“მე არ ვიყავი რუსთაველზე მაგ დროს, მე ვიყავი ბესიკის ქუჩაზე და იქ არაფერი არ ხდებოდა. არავინ არ გვეუბნებოდა დაიშალეთო, არავინ არაფერს არ ისროდა, არავინ არ იგინებოდა, რაღაც ერთი ჯგუფი იდგა ხალხის ზევით, უფრო ზუბალაშვილების ქუჩისკენ. მე უკვე პრინციპში მოვდიოდი აქციიდან, დამეწივნენ ზევიდან და მცემეს უშუალოდ დაკავების მანქანამდე სანამ მიმიყვანდნენ და მცემეს მერე უკვე მანქანაში და ჩემს გარდა, იქ ჩემს გარდა კიდევ სცემეს 5-6 ადამიანი,” – აღნიშნავს საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული.
“იმის გამო შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და იმის გამო აპირებენ დღეს გაასამართლონ, რომ ის მონაწილეობდა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში და არ ეთანხმებოდა იმ პოზიციას, რა პოზიციაც აქვს პოლიციას და შავ ნიღბებში გადაცმულ ადამიანებს,” – ამბობს “უფლებები საქართველოს” იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი.
ამ დროისთვის დაკავებულთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, მათგან ნაწილს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ