საფუძვლიანი განხილვა შედგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X”-ში ეხმაურება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საფუძვლიანი განხილვა შედგა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.
„სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი შევხვედროდი სომეხ კოლეგას – ნიკოლ ფაშინიანს.
საფუძვლიანი განხილვა შედგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.
საქართველოსა და სომხეთს შორის მტკიცე კავშირები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და მე მტკიცედ ვრჩები ერთგული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი საერთო ინტერესის სფეროებში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით შევძლებთ უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში, რაც გახსნის გზას ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა