საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითიური “უკრაინიზაცია” – უკრაინა კობახიძეს პასუხობს

პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრს – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე „უკრაინიზაციის საფრთხესთან” დაკავშირებით.
ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს -საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითიური „უკრაინიზაცია. უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული ატმოსფეროთი, ურყევად უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება რუსულ კანონს, განცხადების თანახმად, “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებით”.

ასევე დაგაინტერესებთ