საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც ეფუძნება თავდაცვის გაძლიერება — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული კანონის მიღებითა და შემდეგ პარტნიორების შეურაცხყოფით საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას და შესაბამისად, თავდაცვის ძალების გაძლიერებას.
ასე გამოეხმაურა -ის თავდაცვის დეპარტამენტის 5 ივლისის განცხადებას, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ გაურკვეველი ვადით გადადო სამხედრო წვრთნის — „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება.
„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფითა და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტისა თუ გადატრიალების შესახებ) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე გაყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს,“ — წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.
აშშ-მ სამხედრო წვრთნების გაუქმების მიზეზად დაასახელა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ საქართველოში ორი გადატრიალების მცდელობასა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ