“საფრანგეთში მომიტინგეების პარლამენტში, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნას, ხულიგნობას ვეძახით და არა სახელმწიფო გადატრიალებას” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
ნუ ახლა ეს რო არ დავწერო არაფრით არ შეიძლება რაა..
-ძვირფასო “ხელისუფლებავ” როგორც “ჭეშმარიტ ფრანგს” მომიტინგეების პარლამენტში, პრეზიდენტის სასახლეში და მერიის შენობებში შევარდნებით, ნეხვის და წუნწუხის გადავლებით, პოლიციასთან ჩხუბით და პოლიციის მანქანების დაწვა დაბუგვით ვერ გამაკვირვებს ვერავინ მარაა.. ბიჯო, ამას აქ ხულიგნობას ვეძახით და არა სახელმწიფო გადატრიალებას და საერთოდაც თუ ვინმეს ჰგონია რომ, აქაურ ოპოზიციურ პარტიებს (განსაკუთრებით ტროცკისტი მელანშონის france insoumise”) მთავრობის ძალადობრივ ჩამოგდებაზე არ ექავებათ ხელფეხი ნამეტანი ცდებით.. თან იმას თუ გავითვალისწინებთ რომ, ჩვენ ნამდვილად არა ვართ რევოლუციის მომწყობი ერი და ფრანგები -პირიქით..