საფრანგეთმა სომხეთს ჰაუბიცები გადასცა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სომხეთისთვის CAESAR-ის თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდების შესახებ.
ლეკორნუმ შეთანხმება 18 ივნისს, პარიზში სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა და მას ორი ქვეყნის ურთიერთობაში “ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი” უწოდა. მისი თქმით, პარიზი აგრძელებს ერევანთან თავდაცვის ურთიერთობების გაძლიერებას.
CAESAR არის თვითმავალი 155 მმ, 52 კალიბრის ქვემეხი, რომელსაც აქვს 50 კილომეტრზე მეტი სროლის მანძილი. იგი ფართოდ გამოიყენებოდა ში მიმდინარე ომში რუსული ძალების შეჭრის წინააღმდეგ და თავსებადია ნატოს სტანდარტების საბრძოლო მასალასთან.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ექვსი წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა, სომხეთმა უფრო აქტიური თანამშრომლობა დაიწყო დასავლეთთან.
ამავდროულად, ერევანმა დაადანაშაულა მოსკოვი და ს ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია იმაში, რომ მცირე დახმარებას სთავაზობენ აზერბაიჯანის შესაკავებლად. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის ექვსი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ალიანსი – რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, და ტაჯიკეთი.
ერთი კვირის წინ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი ოფიციალურად დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრებიც „არ ასრულებენ თავიანთ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მაგრამ გეგმავენ ჩვენს წინააღმდეგ ომს აზერბაიჯანთან ერთად“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ფაშინიანის ადმინისტრაცია დასავლეთის გამო რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების დანგრევაში დაადანაშაულა.
სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სამხედრო მომარაგების სფეროში თანამშრომლობის გასაფართოებლად გასულ შემოდგომაზე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის გარშემო დარჩენილი მიწები დაიბრუნა, ს მიერ მხარდაჭერილი ეთნიკური სომხური ძალებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ