საფრანგეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა უკრაინაში საფრანგეთის ორი მოქალაქის დაღუპვის გამო

საფრანგეთის მთავრობამ 5 თებერვალს ს ელჩი გამოიძახა, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე საფრანგეთის ორი მოქალაქის ში დაღუპვის გამო.
ჰუმანიტარული სფეროს თანამშრომლები გასულ კვირაში დაიღუპნენ, სამხრეთის ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად. დაიჭრა საფრანგეთის კიდევ სამი მოქალაქე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა – რომელიც კიევს მომავალ კვირებში უნდა ესტუმოს – თადასხმა დაგმო, მას “ლაჩრული და აღმაშფოთებელი” უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, 5 თებერვლის განცხადებაში ამბობს, რომ “ადამიანების დაღუპვა ყოველთვის ტრაგედიაა”, თუმცა დასძენს – “ამ ინციდენტის სპეფიციკური დეტალები … ჩვენთვის ცნობილი არ არის”.

ასევე დაგაინტერესებთ