საფრანგეთმა განაცხადა, რომ რუსეთი “პასუხს აგებს” უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ფრანგი მუშაკების დაღუპვის გამო

საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინის ხერსონის ოლქში უპილოტო საფრენი მოწყობილობის თავდასხმის შედეგად დაღუპული საფრანგეთის ორი მოქალაქის გამო, რომლებიც ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდნენ იქ.
ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა, ოლექსანდრ პროკუდინმა Telegram-ის პოსტში დაწერა, რომ 1 თებერვალს, ბერისლავში, სამხრეთის ქალაქ ხერსონის მახლობლად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა საფრანგეთის ორი მოქალაქე და კიდევ სამი უცხოელი დაშავდა. პროკუდინს არ დაუზუსტებია, რომელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდნენ დაღუპულები.
ს ბარბაროსობის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ ში”, თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნმა თავის პოსტში X-ზე, ყოფილ “ტვიტერზე”. “რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს თავის დანაშაულებზე”, დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს