საფრანგეთმა ბელგიას კოლო მუანის რიკოშეტით გატანილი გოლით მოუგო [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა ბელგია 1:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ, ფრანგები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს. შესვენების შემდეგ დეშამის შეგირდებმა შეტევები გააძლიერეს და შეცვლაზე შესულმა კოლო მუანიმ ვერტონგენისგან რიკოშეტით გამარჯვების გოლი გაიტანა.
საფრანგეთი მეოთხედფინალში პორტუგალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებულს 5 ივლისს დაუპირისპირდება.
საფრანგეთი – ბელგია 1:0
გოლი: ვერტონგენი (85, საკ. კარში)
. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაბიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.