საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, სებასტიან ლეკურნუს თქმით, საფრანგეთი რუსული აქტივებიდან მიღებული განაკვეთით უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას დაუფინანსებს.
საფრანგეთი ასევე გეგმავს, უკრაინას გადასცეს ძველი წარმოების საბრძოლო საშუალებები, როგორებიცაა AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანები და სატრანსპორტო საშუალებები.
“გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული განაკვეთის წყალობით, 195 მილიონი ევროს ღირებულების სახსრებს გამოვყოფთ”, – უთხრა ლეკურნუმ გაზეთ La Tribune-ს და დასძინა, რომ ამ ფულს გამოიყენებენ 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ბომბების შესაძენად.
გასულ წელს დიდი შვიდეული შეთანხმდა, რომ უკრაინას $50 მილიარდის სესხს გადასცემდნენ, რასაც კიევი დასავლეთში გაყინული $300 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივების შემოსავლიდან გადაიხდიდა.
