საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს

სექტემბერში საფრანგეთი ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა.
„საკუთარი ისტორიული ვალდებულების ერთგულად — უზრუნველყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში — მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ამ საზეიმო განცხადებას სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავაკეთებ“, — ნათქვამია მაკრონის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება ღაზას მოსახლეობისთვის. ასევე, საჭიროა ჰამასის განიარაღების უზრუნველყოფა, ღაზას უსაფრთხოების გაძლიერება და მისი აღდგენა.
„დასასრულს, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს აშენება, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და იმის უზრუნველყოფა, რომ პალესტინა, დემილიტარიზაციისა და ს სრულად აღიარებით, მონაწილეობდეს მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებაში. სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, — აცხადებს მაკრონი.
საფრანგეთის გადაწყვეტილება დაგმეს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ ეს „ტერორის დაჯილდოებას“ წარმოადგენს.
-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამ ნაბიჯს წინდაუხედავი უწოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ეს „ტერორის დაჯილდოებას“ წარმოადგენს.
„ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ს გეგმას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში გარტყმაა“, — დაწერა X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
საფრანგეთი იქნება G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას ოფიციალურად აღიარებს.
netgazeti.ge