საფრანგეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოში არშესვლის რისკის წინაშე დააყენოს, მათ შორის პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში აქტიურობა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პროტესტებში მონაწილეობის და სოციალურ მედიაში აქტიურობის გამო ისინი შეიძლება საქართველოში არ შეუშვან.
შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
“28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველ დღე დემონსტრაციები იმართება, ხანდახან დიდი მასშტაბის.
ეს დემონსტრაციები ხშირად დაპატიმრებებითა და სამართალდამცავების მიერ დაშლით სრულდება, კონკრეტულად პარლამენტის გარშემო, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება მძიმე ჯარიმებით ისჯებოდეს (5,000 ლარი თითო ჯარიმა, ანუ 1,600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში).
საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს.
შეგახსენებთ, რომ საპოლიციო შემოწმების შემთხვევაში თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი იდენტობის დამტკიცება უნდა შეეძლოს.
საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება შეიძლება საქართველოში ცხოვრების უფლების მქონეებსაც არ მიეცეთ. მოგზაურებს მოვუწოდებთ, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე არშესვლის რისკის წინაშე შეიძლება დააყენონ, მათ შორის საქართველოში პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში მათი აქტიურობა. მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება დამოკიდებული იყოს ამ პროტესტებში თითქოსდა მონაწილეობის გამო დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როცა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის შემოღებაზე, მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი ჩამოყალიბებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო