საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან

საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა.
„სავარაუდოდ, ამის უკან ნარკოტიკებით მოვაჭრე ნაძირალები დგანან. ეს ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო სავარაუდო სცენარია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ბრუნო რეტაიოს ცნობით, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, კავშირშია თუ არა ის მომხდარ თავდასხმებთან.
ციხეებზე თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ციხის თანამშრომლების დაშინებას შეეცდება, დაისჯება.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ცხრა ციხეზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მდებარე ციხეებთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჯერალდ დარმანინის განცხადებით, თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები