საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენი „რაფალები“ უკრაინის ცას დაიცავენ – ვლადიმერ პუტინის კოლონიური ომის ფონზე, საფრანგეთი უკრაინელების გვერდით დგას

დასრულდა: ჩვენი ფრანგული „რაფალები“ ახლა უკრაინის ცას დაიცავენ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ვლადიმერ პუტინის კოლონიური ომის ფონზე, საფრანგეთი კვლავ უკრაინელების გვერდით დგას ევროპელების უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია