საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მომავალ კვირას ს ეწვევა და ელჩების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟან-ნოელ ბარომ დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიწვევით ჩადის.
„მომავალი კვირის ორშაბათს, 21 ივლისს, ანდრეი სიბიგას მიწვევით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად უკრაინაში გავემგზავრები, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო უკრაინის მიმართ საფრანგეთისა და ევროპის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბარომ.