საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა, მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ

ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა, მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და
საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, დღეს ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით სამხედრო სამსახურში რუსეთის 160 000 მოქალაქეს გაიწვევენ.