საფრანგეთის საგარეო მინისტრი – უკრაინისთვის რუსეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის რაკეტების გამოყენების უფლების მიცემა ჯერ კიდევ ვარიანტად რჩება

საფრანგეთმა მიანიშნა, რომ სთვის ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნებართვის მიცემა განხილვის თემად რჩება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ეს იყო ვარიანტი, რომელსაც განვიხილავდით: მივცემდით თუ არა იმ სამიზნეზე დარტყმის უფლებას, საიდანაც ახლა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიას ახორციელებს. ასე რომ, ახალი არაფერია“, – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ ს ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს. ამასთან, ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ