საფრანგეთის საგადასახადო სამსახურმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო

საფრანგეთის საგადასახადო ორგანოებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს, რომელიც მათ არადეკლარირებული უძრავი ქონების ძებნა-გამოვლენაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას connexion france-ი ავრცელებს.
ალგორითმი ფრინველის სიმაღლიდან გადაღებული სახლების საჰაერო სურათებს ასკანერებს და გამოსახულებას მფლობელის საგადასახადო დეკლარაციას ადარებს. თუ შეუსაბამობა იქნა აღმოჩენილი, ხელოვნური ინტელექტი ანგარიშს შესაბამის სამსახურებს უგზავნის.
თუმცა საგადასახადო ორგანოები ხელოვნური ინტელექტის ანგარიშს ბრმად არ ენდობიან და ყოველ აღმოჩენილ შეუსაბამობას დამატებით ამოწმებენ იმის დასადგენად, უნდა დაერიცხოს თუ არა ქონების მფლობელს უფრო მაღალი გადასახადი.
ამჟამად უწყება მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვეულ რეჟიმში იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ