საფრანგეთის საავადმყოფოში 6 წლის ქართველი ბავშვი დაიღუპა

საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები,  6 წლის ლუკა მინდიაშვილი გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, ლუკა მინდიაშვილს სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა რამდენიმე თვის წინ დაუსვეს.

ოჯახმა მოზარდის საფრანგეთში გადაყვანა შეძლო, თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.

გარდაცვლილის გადმოსვენებისათვის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ