საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორის – კლოდ მალურე: ეს თავისუფალი სამყაროს, უპირველეს ყოვლისა კი, შეერთებული შტატების ტრაგედიაა

საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორის – კლოდ მალურეს გამოსვლა პარლამენტის ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე:
🔸 „ევროპა ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას. ამერიკული ფარი იმსხვრევრევა, მიტოვების საფრთხის წინაშეა, ძლიერდება.
ვაშინგტონი ნერონის სამეფო კარს დაემსგავსა – ფიცხი იმპერატორით, დამონებული კარისკაცებით და კეტამინით გაბრუებული კლოუნით, რომელსაც საჯარო სამსახურის წმენდა მიანდეს.
ეს თავისუფალი სამყაროს, უპირველეს ყოვლისა კი, შეერთებული შტატების ტრაგედიაა.
🔸 ტრამპის გზავნილია: -ის მოკავშირეობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის არ დაგიცავს, საერთო მტრებთან შედარებით უფრო მაღალ გადასახადებს დაგიწესებს,, დაგემუქრება შენი ტერიტორიების დაკავებით და პარალელურად, მხარს დაუჭერს შენსავე დამპყრობელს…
🔸 შეერთებული შტატების ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ დანებებულა მტერს; არცერთს დაუჭერია მხარი აგრესორისთვის მოკავშირის წინააღმდეგ. არცერთს გაუთელავს ამერიკის კონსტიტუცია, არცერთს გამოუცია ამდენი უკანონო დეკრეტი, არცერთს გაუთავისუფლებია მოსამართლეები, რომლებიც მას შეზღუდავდნენ უკანონობაში, არცერთს გაურიყავს გაერთიანებული შტაბის სამხედროები ხელის ერთი მოსმით, არცერთს შეუსუსტებია სახელმწიფო კონტროლი, არცერთს დაუწესებია ამგვარი შეზღუდვები მედიაზე.
ეს არ არის უბრალოდ ლიბერალიზმისგან გადახრა, ეს დემოკრატიის განადგურების, გაცამტვერების დასაწყისია.
🔸 გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ერთი თვე, სამი კვირა და ორი დღე დასჭირდა ვაიმარის რესპუბლიკისა და მისი კონსტიტუციის ჩამოშლას. მე მჯერა ამერიკის დემოკრატიის ძლევამოსილების, ქვეყანა უკვე გამოხატავს პროტესტს, მაგრამ ტრამპმა ერთ თვეში უფრო მეტად ავნო ამერიკას, ვიდრე წინა პრეზიდენტობის ოთხ წელიწადში.
🔸 ჩვენ ვებრძოდით დიქტატორს, ახლა ვებრძვით დიქტატორის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს!
ზუსტად იმ წამს, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში ზურგზე ხელს ურტყამდა მაკრონს, შეერთებული შტატები რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ხმას აძლევდა ევროპელების წინააღმდეგ გაეროს კენჭისყრაზე.
🔸 არაფერი შეგვეშალოს. უკრაინის მარცხი ევროპის მარცხის ტოლფასი იქნება. ბალტიის რესპუბლიკები, საქართველო, მოლდოვა უკვე რიგში დგანან. პუტინის მიზანია იალტისკენ შემობრუნება, როცა ნახევარი კონტინენტი სტალინს დაეთმო…
პუტინის მიზანია ბოლო მოუღოს მსოფლიო წესრიგს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააფუძნეს 80 წლის წინ და რომლის უპირველესი პრინციპია: ტერიტორიების ძალადობრივად მიერთების დაუშვებლობა.
🔸 მაშასადამე, ჩვენ მარტო ვართ, მაგრამ ტყუილია, თითქოს პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. კრემლის პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთი ცუდ დღეშია. სამი წლის განმავლობაში ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიამ მხოლოდ უკრაინული მიწების მცირედი ნაწილის დაკავება შეძლო, იმ ქვეყნის მიწების, რომელიც მასზე სამჯერ პატარაა მოსახლეობით.
🔸 შოკი ძლიერია, მაგრამ საჭირო. ევროპელები მიხვდნენ, რომ უკრაინის გადარჩენა და ევროპის მომავალი მხოლოდ მათ ხელშია…
ჩვენ უნდა ავაშენოთ წარსულში უგულებელყოფილი ევროპული თავდაცვა, რომელიც 1945 წლიდან მოყოლებული ამერიკული ქოლგის პირობებში მივივიწყეთ. ეს ჰერაკლეს დარი ამოცანაა, მაგრამ მისი დაძლევით თუ დაუძლევლობით იმსჯელებენ დღევანდელი დემოკრატიული ევროპის ლიდერებზე ისტორიის სახელმძღვანელოები…
🔸 ტრამპისტები ძალაუფლების ზენიტში არიან: ისინი აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს და სოციალურ ქსელებს… მაგრამ ამერიკის ისტორიაში თავისუფლებისთვის მებრძოლნი ყოველთვის იმარჯვებდნენ. ისინი უკვე მზად არიან ფეხზე მყარად წამოდგნენ, თავი მაღლა ასწიონ.
ჩვენმა წინაპრებმა დიდ ფასად დაამარცხეს ფაშიზმი და ბოლშევიზმი. ჩვენი თაობის გამოწვევაა 21-ე საუკუნის ტოტალიტარიზმის დამარცხება.“
👨‍🎓 კლოდ მალურე (1950) – ფრანგი ექიმი, სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი. რესპუბლიკის სენატის წევრი 2014 წლიდან. გახლდათ გოლისტური კოალიციის წარმომადგენელი, ამჟამად ირიცხება ცენტრისტული პარტია “ჰორიზონტის” შემადგენლობაში. მისი 7 მარტის გამოსვლა ვირუსულად გავრცელდა აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების აუდიტორიებში.