საფრანგეთის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ცილისწამებისთვის უჩივლეს ამერიკელ ბლოგერს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პირველმა ლედიმ ბრიჟიტ მაკრონმა სასამართლოში უჩივლეს ულტრაკონსერვატორ ამერიკელ ბლოგერს, შეთქმულების თეორიების მიმდევარ ქენდის ოუენსს. მას ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
ამერიკული და ევროპული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მაკრონების ადვოკატმა სარჩელი 23 ივლისს შეიტანა ამერიკის დელავერის შტატის სასამართლოში.
ქენდის ოუენსმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით ხელმომწერი ჰყავს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი მამაკაცად დაიბადა და შემდეგ სქესი შეიცვალა. ოუენსი იმასაც აცხადებდა, რომ და მისი ცოლი სისხლით ნათესავები არიან და, რომ საფრანგეთის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის არჩევა -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტი იყო.
სარჩელის თანახმად, ოუენსი მუდმივი ცილისმწამებლური თავდასხმებით ცდილობს თავისი მედია-პლატფორმების პოპულარობისა და აუდიტორიის გაზრდას და ამ გზით ფულის შოვნას.
მაკრონების ადვოკატმა ტომ კლერმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ოუენსი არ დასთანხმდა ცილისწამების საჯაროდ უარყოფის მოთხოვნას.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის პრესსპიკერი – პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია – ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, ევროპული მომავლისთვის იმუშაონ

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით