საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე – “ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია – უპასუხოდ არ დავტოვებთ

“ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია – ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, უპასუხოდ არ დავტოვებთ , – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ფრანგი მინისტრის თქმით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი კოლეგის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხებოდა.
“ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია.
დღეს [დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის] სტივენ დოუთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, და უპასუხოდ არ დავტოვებთ”, – წერს ჰადადი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!