საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის დემილიტარიზაცია მიუღებელია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ განაცხადა, რომ უკრაინის არმია უკრაინის „უსაფრთხოების მთავარ გარანტად“ რჩება და პარიზი „უკრაინის არმიის ნებისმიერი დემილიტარიზაციის“ წინააღმდეგი იქნება.
ლეკორნიუმ ეს განცხადება გააკეთა პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე. სამშაბათს ამავე ფორუმზე სიტყვით გამოვა საფრანგეთის პრეზიდენტი . ფორუმის კულუარებში, როგორც ადრე გამოცხადდა, უნდა შედგეს ევროპის ქვეყნების შტაბების უფროსთა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე, რომელსაც მაკრონიც დაესწრება, განიხილავენ უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოში შემავალი ქვეყნების ნებისმიერი სახით ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდანვე ითხოვდა უკრაინის „დემილიტარიზაციას“, რაც კიევისთვისაც მიუღებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას