საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ “რუსული” კანონი მოიყვანოს მოქმედებაში

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ “რუსული” კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მაკრონის პარტიის ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ფოჩხუა მიმართავს ქვეყნის მტრების და ადგილობრივი აგენტების მიერ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული კანონის კარგად წაკითხვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ხალხი არ უნდა აჰყვეს ოპოზიციის პირად ინტერესებს.
“ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა, არც მეტი, არც ნაკლები, მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ “რუსული” კანონი მოიყვანოს მოქმედებაში. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მტრების და აქაური აგენტების მიერ გაბრიყვებულ ახალგაზრდებს, კარგად წაიკითხონ ჩვენ მიერ ინიციირებული კანონი, არ აჰყვნენ ოპოზიციის პირად ინტერესებს. ეს ადამიანები ცდილობენ ქვეყანა აცხოვრონ ტყუილში, მაგრამ სიმართლე არ იმალება, რაც საფრანგეთის ასამბლეის ამ ინიციატივითაც დადასტურდა.” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
Previous: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს

ასევე დაგაინტერესებთ

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა