რუსეთში საფრანგეთის ელჩი, პიერ ლევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა, სადაც მას შემდეგ დაიბარეს, რაც, რუსული მხარის მტკიცებით, მათმა სამხედროებმა ხარკოვში დაქირავებული ფრანგი მებრძოლები გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ელჩს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კერძოდ, 17 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში დაარტყეს შენობას, სადაც უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, მათ შორის ფრანგებიც, იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.