საფრანგეთის ელჩი – აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი, – ასე ეხმაურება საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ელჩი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ