საუკეთესო მამარდაშვილი, სამი გაძევება და მატჩის დასასრულს გაშვებული გოლი [VIDEO]

ლა ლიგის მე-16 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფესთან“ 0:1 დამარცხა.
მატჩი დაძაბული გამოვიდა, მსაჯმა სტუმართა ორი და მასპინძელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა, გოლი კი მაიორალმა შეხვედრის დასასრულს გაიტანა.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (მიმდინარე სეზონში მესამედ), მისი თამაში sofascore-მა და flashscore-მა 7.1 ქულით შეაფასეს, whoscored-მა კი 6.8-ით.
„ვალენსია“ 19 ქულით ამ მომენტისთვის მეათე ადგილზეა და 17 დეკემბერს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.
ხეტაფე – ვალენსია 1:0
გოლი: მაიორალი (87)
გაძევება: პაულისტა (50, ვალენსია), გუერა (88, ვალენსია), დუარტე (90+3, ხეტაფე)