საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა -რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო ცნობილი:
„უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინას კი სჯერა, რომ უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ შედეგს არ გამოიღებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ არ აღიარებს ასეთი მოლაპარაკებების დროს მიღწეულ შეთანხმებებს.