საუდის არაბეთი ნავთობზე დოლარის მიბმის ალტერნატიულ სისტემას ქმნის

ნავთობზე დოლარის მიბმის ალტერნატიულ სისტემას ქმნის
საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, რომ -სთან 1974 წელს ხელმოწერილი ნავთობის ფასის დოლარზე მიბმის შეთანხმება აღარ გააგრძელოს – ამის შესახებ ინფორმაციას tbsnews.net ავრცელებს, შესაბამისად,შესაძლოა აშშ-მა ნავთობის ფასის რეგულირების და გლობალური ეკონომიკური დომინირების შესაძლებლობა დაეკარგოს.
50 წლის წინ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, ორი ერთობლივი კომისია შეიქმნა – ერთი ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხებოდა და მეორე საუდის არაბეთის უსაფრთხოებას და თავდაცვას. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ შეთახმების შედეგად ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ერა დადგა.
აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ ამ შეთანხმების შემდეგ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას გაზრდიდა. ასევე ეს იქნებოდა აშშ-სა და სხვა არაბულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების წინაპირობა. გამომდინარე იქიდან, რომ საუდის არაბეთი აშშ-თან ნავთობდოლარის კონტრაქტს აღარ აგრძელებს, მას ნავთობის სხვა ვალუტებში გაყიდვაც შეეძლება, მაგ. ჩინურ იუანებში, ევროში, იაპონურ იენებში. ასევე შესაძლებელია ანგარიშსწორების დროს ციფრული ვალუტების ე.წ. ბიტკოინების გამოყენებაც.
საუდის არაბეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Project mBridge-ში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პლატფორმას იყენებს, რომელსაც ასევე იყენებენ ცენტრალური და კომერციული ბანკები. ამ სისტემის მიხედვით შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო და სავალუტო ოპერაციების დროს მომენტალური გადახდა. პროექტში 26 ქვეყანა მონაწილეობს. ერთ-ერთი ბოლო პროექტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი შეუერთდა.
Project mBridge-ის ყველაზე ცნობილი მონაწილეები არიან ს, საფრანგეთის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, იორდანიის, ნამიბიის, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ნიუ-იორკის ბანკი, ავსტრალიის ბანკი და მსოფლიო ბანკი.
mBridge-ს აქვს მმართველობითი სისტემა და სამართლებრივი ბაზა, რომელიც პლატფორმის დეცენტრალიზებულ მოდელს ითვალისწინებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პროექტში საუდის არაბეთის ჩართვის შედეგად ციფრული ვალუტის მნიშვნელობა გაიზრდება, ხოლო აშშ დოლარებში ნავთობის ოპერაციები შემცირდება.