აშშ-სთან 600 მილიარდი დოლარის გაფართოებული ინვესტიცია და ვაჭრობა, ინვესტიციებს და სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან შესყიდვებს მოიცავს, ამის შესახებ საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრმა, ფაისალ ალ იბრაჰიმმა, განაცხადა.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურა, რომ სამეფოს გამოიზნული აქვს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-სთან ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაფართოება.
“ეს რიცხვი [600 მილიარდი დოლარი] ინვესტიციებს, შესყიდვებს, საჯარო და კერძო სექტორს ასახავს და ეს აშშ-სთან ძლიერი ურთიერთობის სარკის ანარეკლია”, – თქვა ფაისალ ალ იბრაჰიმმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საინვესტიციო პაკეტის თანხის გაზრდასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილებას ადასტურებს ამერიკული მხარეც. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კერ კიდევ 23 იანვარს განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და OPEC-ის წევრ ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევას მოსთხოვს. ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს სთხოვს, აშშ-ში დაგეგმილი 600 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს.
”რასაც ჩვენ დავხარჯავთ ეკონომიკაში Vision 2030-ის დასაწყისიდან, მის დასასრულამდე, 12-ჯერ აღემატება ამ ოდენობას”, – თქვა ალ იბრაჰიმმა.
