„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ აპირებენ.
კობახიძის თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საუბრები ცარიელი ფარსია.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ, ეს მათ თვითონაც არ აწყობთ.
„საერთოდ ბოლომდე გაცამტვერდებიან. ხვალ რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, საკონსტიტუციო უმრავლესობას უმარტივესად მიიღებს „ქართული ოცნება“. როგორც ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, აქედან გამომდინარე, საუბრები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ. თვითონ ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი. თუმცა, აქაც სპეკულირებენ. მეტი შეფასება ამას არ შეიძლება, მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სუბიექტურად თუნდაც რაღაც შეიძლება იყოს საინტერესო, 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.




