საუბრები გახარიასთან და პრეზიდენტთან – ეკა ბესელია გაზაფხულზე ახალ პოლიტიკურ დაჯგუფებას აანონსებს

მიმდინარე წლის აპრილისთვის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას აანონსებს და ამბობს, რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან 20 თებერვალს, ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, თუ ვინ არიან ის ოპოზიციური პარტიები, ეკა ბესელიამ ერთ-ერთ ასეთ ფიგურად გიორგი გახარია დაასახელა. ასევე, მან თქვა, რომ პრეზიდენტსაც ესაუბრება.
“მაქსიმუმ 4 პარტია დამრჩა, ვისთანაც არ მქონია საუბრები, დანარჩენთან თითქმის ინტენსიურად ვსაუბრობ – ვსაუბრობ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტთან ზოგადად პოლიტიკურ სურათზე, ვსაუბრობ სხვა პარტიებთანაც იმისთვის, რომ ლოგიკური დაჯგუფების უფრო გასაგები ფორმატი შეიქმნას”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ყველაზე მეტ დროს ახალგაზრდა თაობას უთმობს, რომლებიც მზად არიან პოლიტიკურ პროცესში შემოსასვლელად.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ყველაფერი საბაბია, ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვაა – მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვაფრთხილებ ქართველობას, ფრთხილად იყვნენ, ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება იცოდეს მომავალი

ლომჯარია მაყუთს აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით, რისთვის? არ დაიჯეროთ, რომ ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის