საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება ს დღეს აღარ ჩატარდება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება ს დღეს აღარ ჩატარდება – “საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონის პროექტის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ტარდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, აღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის – დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში უნდა გაიმართოს.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, სწორედ არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდა. ს ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, ასევე, სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.