საუბარი არა “ნაცმოძრაობის” გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა “ლობისტური დემოკრატიისთვის”

საუბარი არა “ნაცმოძრაობის” გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა “ლობისტური დემოკრატიისთვის”
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებას ეხმიანება, მას “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლობისტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის უტიფრად “ჭკუას გვარიგებს” და რაღაც საარჩევნო მანიპულაციებზე და “კანონდარღვევებზე” აპელირებს.
აბაშიძის თქმით, ევროპარლამენტარ გრეგოროვას მსგავს შერჩევითად შემფასებლებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მოლდოვაში და უკრაინაშიც გააუქმეს პარტიები, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა ბრიუსელში.
„”ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლობისტი, ევროპარლამენტარი “ჩეხეთის მეკობრეთა” პარტიიდან [Česká pirátská strana] მარკეტა გრეგოროვა უტიფრად “ჭკუას გვარიგებს” და რაღაც საარჩევნო მანიპულაციებზე და “კანონდარღვევებზე” აპელირებს. ეტყობა, “ნაცენჯეოებს” ინსტრუქცია მიეცათ, რომ ამ მიმართულებითაც შეთხზან ფსევდო-დასკვნები.
ევროპარლამენტარ გრეგოროვას მსგავს შერჩევითად შემფასებლებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მოლდოვაში და უკრაინაშიც გააუქმეს პარტიები, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა ბრიუსელში.
ქართულ რეალობაში საუბარი არა “ნაცმოძრაობის” გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა “ლობისტური დემოკრატიისთვის”“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ