“სატრანსფერო ომი არაბიძისთვის” – სერბული გამოცემა ქართველზე წერს

“ტორპედოს” ნახევარმცველი გიორგი არაბიძე წამყვანი სერბული კლუბების “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის” სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ ინფორმაციას სერბული გამოცემა Direktno.rs ავრცელებს.
“ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” ქართველი ნახევარმცველის გიორგი არაბიძის შესაძენად იბრძვიან, იგი “ტორპედოს” წევრია, ერთ დროს კი “შახტარში” ირიცხებოდა. არაბიძე არამხოლოდ ბელგრადული გიგანტების, არამედ ნიდერლანდული და სამხრეთკორეული კლუბების სამიზნეცაა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში არაბიძემ 7 გოლისა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
გასულ წელს მან “ფერენცვაროშში” გადასვლაზე უარი თქვა და სამშბლოში დარჩა, თუმცა უცხოეთში თამაშის გამოცდილება არ აკლია,
სხვადასხვა დროს პორტუგალიის, სა და თურქეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა”, – წერს გამოცემა.