სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე კვლავაც Georgian Airlines-ი ლიდერობს

2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი კვლავაც ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. ამის შესახებ ინფორმაციას avianews-ი ავრცელებს.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 86 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით -5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 25 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელმაც 2024 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური ავიაკომპანია Airest-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე პირველ კვარტალში 17 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე ასევე ქართული ავიაკომპანია CAMEX Airlines-ია, რომელიც 3 თვეში საქართველოში 8 ფრენას მოემსახურა.
დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:
Georgian Airlines;
Geo Sky;
Turkish Cargo;
Airest;
CAMEX Airlines;