“[სატარიფო ომის ფონზე] არსებობს რისკი, ჰაბის ფუნქციას დავკარგავთ” – ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ დღეს დარგის წარმომადგენლები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც, ერთი მხრივ დასავლურ სანქციებს, მეორე მხრივ კი ტრამპის მიერ ტარიფების ომის დაანონსებას უკავშირდება.
ამის შესახებ ალექსი ნონიაძემ “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი მზარდია, ქვეყნიდან გასული ავტომობილების საბოლოო დანიშნულების პუნქტის შესახებ კი კითხვის ნიშნები არსებობს, ბიზნესი რისკებზე უკვე ფიქრობს.
“ახსენეთ გარკვეული სანქციების რისკი, ბუნებრივია, ეს გვაფიქრებს და გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ჩვენს ბაზარს. საქართველოდან რეექსპორტში პირველი ადგილი ავტოსფეროს უკავია, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და როცა დარგი ამ რისკების წინაშე დგას, ბუნებრივია, გვაღელვებს ეს. პლუს ამას ტარიფების ომი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დააანონსა, გარკვეულ გავლენას იქონიებს, თუ ახლო მომავალში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში.