სასწრაფო დახმარების ექიმებმა, თბილისში, ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს

“თბილისის მე-8 ფილიალის 0835 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – სუნთქვის გაძნელება მიიღო. გამოძახების ადგილზე მისულებს ასაკოვანი ქალბატონი სუნთქვის გაძნელებით დახვდათ. ექიმების მიერ წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება. მონიტორზე აყვანისას პაციენტმა დაკარგა გონება, შეწყვიტა სუნთქვა და განვითარდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განვითარდა სინუსური ტაქიკარდია. ჰოსპიტალიზაციის პროცესში ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაციული ღონისძიებები ლიფტშიც და სასწრაფო დახმარების მანქანაშიც გაგრძელდა. ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი. ექიმი – შორენა ცოტნიაშვილი, უმცროსი ექიმი – თამაზ მჭედლიძე, მძღოლი – ლევან ფერაძე” | წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად