“სასწრაფოდ, გერმანული ენის სწავლა დამაწყებინეს” – მოურინიო ბუნდესლიგის გუნდის ჩაბარებასთან ახლოს იყო

“სასწრაფოდ, გერმანული ენის სწავლა დამაწყებინეს” – მოურინიო ბუნდესლიგის გუნდის ჩაბარებასთან ახლოს იყო
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ 2015 წელს “დორტმუნდის” ჩაბარებასთან იყო ახლოს.
“განსაკუთრებულის” თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “ბორუსიადან” იურგენ კლოპი წავიდა და ახალი დამრიგებელი სჭირდებოდათ, თავად კი “ჩელსიდან” დაითხოვეს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ გამოცდილმა დამრიგებელმა გერმანული ენის შესწავლაც დაიწყო, რაც მისი თქმით ძალიან გაუძნელდა. ყველაფრის მიუხედავად, “დორტმუნდთან” საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა.
მოურინიომ “ჩელსის” შემდეგ 2016 წელს “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ