„სასწაული ჩაიდინეს და ახალგაზრდა სიკვდილს გამოგლიჯეს…“ – რა მოხდა ციხისძირში?

აჭარაში, ციხისძირში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს. როგორ თვითმხილველი ამბობს, მამაკაცი ტალღებმა გაიტაცა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
“რომ არა მაშველები, დიდი უბედურება დატრიალდებოდა… სასწაული ჩაიდინეს და ახალგაზრდა სიკვდილს გამოგლიჯეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განუცხადა “სფეის ნიუსს” თვითმხილველმა.