აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილში სასულიერი პირი იჯდა, რომელიც მოქალაქეებთან პოლემიკაში შევიდა.
ეს გზის გადაკეტვა რა არის? შენ თუ მრევლი ხარ და მე არ მიცნობ შვილო, მართლა ცუდად არის საქმე- უთხრა სასულიერო პირმა აქციის მონაწილეებს.
დიდი ხანია ტელევიზორში არ ვყოფილვარ, არიქა გადამიღეთ. გამიშვით სახლში, დაღლილი, დაქანცული დავდივარ. შენ ვინ გასწავლა გზა. 60 წელია ამ გზაზე დავდივარ. ღმერთმა შეგინდოთ. ბავშვებო არტისტობას ნუ მასწავლით, მეც არტისტი ვიყავი. მე ყველას მამაო ვარ. პროტოდიაკონი ვიყავი 10 წელი სიონის ტაძარში. ეს გადაკეტვა რა არის, არ მესმის. გენაცვალეთ თქვენ. შენ არ გაქვს ალტერნატივა სხვაგან რომ დადგე?! ცოტა იქით რომ დადგე და მე გავიარო, არ გაქვს ალტერნატივა?! შენ თუ მრევლი ხარ და მე არ მიცნობ შვილო, მართლა ცუდად არის საქმე. მე მთელი საქართველო და მსოფლიო მიცნობს. უნდა მიცნობდე. სოფლიდან ვარ მეც. მე დახევას ვაპირებ, მაგრამ არა უკან, არამედ წინ. თქვენ მე დამიპყარით და მიმორჩილებთ? თქვენ… გენაცვალეთ რა ყველას”, – ამბობს მამაო.