სასტიკი მოპყრობა ცხოველის მიმართ – სოფელ ვარციხეში ძაღლს ესროლეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი იმერეთში. ამჯერად შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოხდა. მიუსაფარი ძაღლი თოფიდან არის დაჭრილი, ცხოველთა მოყვარულების ჩარევით მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას საფანტი ჰქონდა მოხვედრილი.
ცხოველთადამცველები ამბობენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა იმერეთში, როდესაც მიუსაფარ ცხოველებს ასე სასტიკად ექცევიან. ისინი კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. არ გამორიცხავენ აქციების გამართვასაც.
-მ მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა