სასიამოვნოა მორიგი დასტური ვაშინგტონიდანაც, რომ “ქართული ოცნება” უზუსტესია ამორფული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა ამ ტრანსატლანტიკურ ჯახში საქართველოს რყევის მცდელობათა საფრთხეების მინიმიზაცია აუცილებელია, ასეც იქნება

სასიამოვნოა მორიგი დასტური ვაშინგტონიდანაც, რომ “ქართული ოცნება” უზუსტესია ამორფული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა ამ ტრანსატლანტიკურ ჯახში საქართველოს რყევის მცდელობათა საფრთხეების მინიმიზაცია აუცილებელია, ასეც იქნება
ევროკავშირში -ის ელჩის, ენდრიუ პაზდერის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც ტოვებს, დიდი ხანია ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და გადაიქცნენ პლატფორმებად, რომლებიც პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევას უწყობენ ხელს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, უზარმაზარი გამოწვევების წინაშეა სამყარო, იმაზე მეტად, ვიდრე წინა წლებში.
სიფრთხილე და ფილიგრანული მოქმედებები კი მმართველ გუნდს არ ეშლება და მაგიტომაც არის მრავალჯერ ნდობამიღებული საზოგადოებიდან. „სასიამოვნოა მორიგი დასტური ვაშინგტონიდანაც, რომ “ქართული ოცნება” უზუსტესია ამორფული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა ამ ტრანსატლანტიკურ ჯახში საქართველოს რყევის მცდელობათა საფრთხეების მინიმიზაცია აუცილებელია; ასეც იქნება.
უზარმაზარი გამოწვევების წინაშეა სამყარო იმაზე მეტად, ვიდრე წინა წლებში. სიფრთხილე და ფილიგრანული მოქმედებები კი მმართველ გუნდს არ ეშლება და მაგიტომაც არის მრავალჯერ ნდობამიღებული საზოგადოებიდან. ევროკავშირში აშშ-ის ელჩის, ენდრიუ პაზდერის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც აშშ ტოვებს, დიდი ხანია ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და გადაიქცნენ პლატფორმებად, რომლებიც პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, დასრულდა ის დრო, როდესაც აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ამერიკის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ელჩის შეფასებით, პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რაც ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს მათი პოლიტიკის მთავარ არსს.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი