სასახლიდან გამოვალ – რას გეგმავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეს ტოვებს – განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
ამბობს, რომ ქართველი ხალხის ერთგული რჩება.
მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში – 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ორბელიანების სასახლიდან მიაქვს “ლეგიტიმურობა”.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობილია, რომ მეხუთე პრზიდენტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობას აპირებს, მათ შორის იმ პირობებზე, რომლითაც მისი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება უნდა მოხდეს.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს აუცილებლად ჩატარდება და საჭიროა არსებობდეს დოკუმენტი რა პირობებში ტარდება ის, რომ ვერ მოხერხდეს გაყალბება.
მეხუთე პრეზიდენტმა მედიის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. დაანონსა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულებთან შეხვედრა და მათი დაცვის გეგმის წარდგენა.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან:

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)